3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

ცხადია, პროექტების მიმდინარეობისას მაყურებელი სხვადასხვა მონაწილეს გულშემატკივრობს ხოლმე. ისეც ხდება, რომ მათ უმრავლესობას საერთო რჩეული ჰყავს.

დიმუ მენაბდე ბევრისთვის გახდა რჩეული. მოსახლეობამ ის „მასტერშეფიდან“ გაიცნო. საკუთარი კულინარიული უნარების გარდა, კეთილგანწყობა მან უშუალობითა და იუმორის გრძნობით დაიმსახურა. „თბილისი თაიმსი“ დიმუს შესახებ მეტ ინფორმაციას გთავაზობთ.

რატომ დაინტერესდი კულინარიით?
კულინარია ყოველთვის იყო, მინიმუმ, ჩემი ჰობი. სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი და ყოველთვის რაღაც შეხება მქონდა სამზარეულოსთან. ახლა ვარ 28 წლის და ნელ-ნელა ამყავს უფრო პროფესიულ დონეზე. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გააკეთო ის, რაც გიზიდავს და მეც მივყვები სამზარეულოს.

რა იყო, ამ მიმართულებით, შენი პირველო ნაბიჯები?
პირველად სამზარეულომ, ალბათ, სახლში დამაინტერესა. დედაჩემი საუზმის გარეშე ვერ არსაბობს, მამაჩემს უყვარს ბაღი და BBQ და ძალიან უყვარს ახალი ტექნიკის ტესტირება, ამიტომ სახლში ყოველთვის იყო ახალი მინი გრილი ან ბლენდერი ან წვენსაწური. შემდეგ პირველი სამსახურიც პაბი იყო და მიმტანიდაც უცებ გავძვერი სამზარეულოში, ვთლიდი ძალიან ბევრ კარტოფილს. სამუშაო პროცესიც ძალიან მიმზიდველი გახდა. პირველი შეფი, ვისთაანაც ვიმუშავე, იყო ფრანგი ჟან ლუი – ალბათ, 40 წლის; ლონდონში, მუდმივად დაკოკაინებული და მუდმივად ნერვებზე. დასვრილი წინსაფრით, უღიმღამო – ყოველთვის ნაბახუსევი, მაგრამ ძალიან პრეტენზიული კერძების მიმართ იმის მიუხედავად, რომ პაბის სამზარეულოს შეფია. მომწონდა ეს პერსონაჟი.

შენი აზრით, რის გამო დაიმსახურე მაყურებლკს ამხელა სიმპათია?
მაყურებლის სიმპათია, ალბათ, უშუალობით დავიმსახურე. ბევრს ჰგონია, რომ პროექტი წინასწარ გაწერილია და ის უნდა თქვა, რაც შენ გეკუთვნის. მე თავიდანვე ვიყავი დიმუ. უბრალოდ, ვიქცეოდი ისე, როგორც ვიქცევი ყოველდღიურად. კამერის არსებობის გამო, ალბათ, უტრირებულია ოდნავ ყველაფერი, მაგრამ მაინც შევინარჩუნე ჩემი თავი.
დღეს რას საქმიანობ?
დღეს კულინარიასთან დაკავშირებულ ორ პროექტზე ვმუშაობ ( ჯერ არ დავასახელებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველასთვის საინტერესო იქნება). ამავედროულად, ვაგრძელებ შოუმდე დაწყებულ ფილმის პროექტს, რომელიც ახლა დაფინანსების სტადიაშია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოიპოვებს.

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი წარმატება – ჯერ არ მინახავს. ბევრი წარმატება, რომელიც მქონია ცხოვრებაში, წარუმატებლობად გადაიქცა და, მემგონი, ყველა შეცდომა მაინც რაღაცას გასწავლის. მეც, ჯერჯერობით, ვსწავლობ.

სამეგობრო წრეში მთავარია – ყველა ვვითარდებოდეთ. ვფიქრობ, ნელ-ნელა ყველა წრე იშლება ან რჩება ერთ ადგილას, თუ საერთო მიზანი არ გააჩნია.
ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ – სიმარტივეს. ცხოვრება იმდენად მარტივია, რამდენადაც შენ ირგვლივ მყოფები გიქმნიან მას.
ჩემში ყველაზე მეტად მოსწონთ – გააჩნია, ვის. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, რომ „მასტერშეფის“ მონაწილე ვიყავი და ძალიან მიხარია ეს ინტერესი. დანარჩენს ასე კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ. ბევრს – გარეგნობა, ბევრს – ხასიათი. მაგრამ მაინც ცოტა მიცნობს.
ყველაზე მეტად ვერ ვუგებ ადამიანებს, რომლებიც – არიან ჰომოფობები, რასისტები, ზოგადად, სხვებზე უმიზეზოდ გაბრაზებული ხალხი. ვფიქრობ, რომ საკუთარი მეობა არ გააჩნიათ.
ჩემთვის საინტერესო საქმიანობაა – ხატვა და მუსიკა, ზოგადად, ნებისმიერი ფორმით. ეს ბოლო დროა, ხატვა შევითავსე და ძალიან კარგია საკუთარი ემოციების გამოსახატად, თუნდაც კარგადაც არ ვხატავდე. იმავეს ვიტყოდი მუსიკაზე.

უკეთესი იქნებოდა, თუ – ერთმანეთს უკეთესად მოვექცეოდით და უფრო დავფიქრდებით სხვების შეხედულეებზე, ვიდრე – საკუთარზე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანს ახასიათებდეს ეს სამი რამ – პირდაპირობა, გახსნილი გონება და ესმოდეს, რომ თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია, აკეთო ის, რაც გინდა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: