8 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
9 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
9 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
9 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
11 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ახალი რეფორმები დაწყებულია და ივლისიდან ყველა თანამშრომელს კიდევ ემატება ხელფასი, – ამის შესახებ შინგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების თანამშრომელთა ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე საუბრისას განაცხადა.

„გამოდის თანამშრომელი, სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის ერთი და ორი მილიონი ლარი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა პრემია-დანამატების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელები დღე და ღამე თავიანთ საქმეს აკეთებენ და იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია.

Please follow and like us: