18 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ადამიანურად, მისთვის სამწუხაროა, რომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა და სასამართლომ დაადგინა ბრალეულობა დიდი ოდენობით საჯარო ფინანსების გაფლანგვასთან დაკავშირებით.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, ვინაიდან გიგი უგულავას საქმეზე კითხვები გაჩნდა, როგორც ოპოზიციაში, ისე სხვა დაინტერესებული პირების მხრიდან, დღეს ევროპარლამენტს შესთავაზეს ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და საქართველოში გამოგზავნა.

თალაკვაძის განმარტებით, მათ ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე და გარემოებებზე.

„ვხედავ, რომ წარმოიშვა კითხვები ოპოზიციის მხრიდან და ასევე არაერთმა დაინტერესებულმა ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ევროპაში მაღალი დონის ვიზიტებზე, რომელიც ბატონმა კალაძემ და ბატონმა კობახიძემ გამართეს, ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და გამოგზავნა საქართველოში, რომელსაც ექნება სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე და გარემოებებზე. დაველოდებით ევროპარლამენტის მისიის დასკვნას, რომ რეალურად მათაც ნახონ და თქვან თავისი მოსაზრება, არის თუ არა ამ საქმეში ობიექტურად გარემოებები შეფასებული და ბრალი დადასტურებული.

ვფიქრობ, ეს მომავალშიც დაეხმარება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას, როგორც წარსულში ერთ-ერთ მედიასთან დავაზე იყო კითხვები და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ჩვენი ეროვნული მართლმსაჯულების სასამართლო სისტემა სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა ამ საქმეზე. ვფიქრობ, აქაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპარლამენტმა თავისი მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთოს. მანამდე, რა თქმა უნდა, როგორც პარლამენტი, მეც, პარლამენტის თავმჯდომარე მოველი, რომ ბატონ უგულავას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა სასჯელაღსრულების სისტემაში და მას ექნება შესაძლებლობა, ყველა იმ უფლებით ისარგებლოს, რითაც მოქალაქეები სარგებლობენ, რაც არის გარანტირებული კანონმდებლობით.

მესმის ის წუხილები, რაც იყო გამოთქმული. სხვათაშორის, შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი მხოლოდ დროსთან, კონტექსტთან მიმართებაში ამახვილებდა ყურადღებას, ეს საკითხი ვფიქრობ, უნდა ამოიწუროს მიუკერძოებელი მისიის, ფაქტების შემსწავლელი მისიის დასკვნებით“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

Please follow and like us: