8 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
9 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
9 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
9 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
11 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ქალაქ სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, მძიმე მდგომარეობაში იყო იატაკი, სარესტავრაციო იყო ტაძრის ოთხივე ფასადი.

„სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სახურავი და დაიგო ახალი კრამიტის სახურავი, აიყარა ძველი დაზიანებული იატაკი და დაიგო სრულიად ახალი აგურის იატაკი, გაიწმინდა ტაძრის ოთხივე ფასადი და გაკეთდა ბზარების ინექტირება“ ,- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ტაძარი, ქალაქ სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით მდებარეობს და XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზეს ძეგლს წარმოადგენს.

ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ა(ა)იპ „წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირმა“ განახორციელა.

Please follow and like us: