23 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

დღესაც, 21-ე საუკუნეში შევხვდებით ფაქტებს, რომლებიც გენდერულ (უ)თანასწორობასთან არის დაკავშირებული. გაწერილი კანონები, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორების აქტივობები, საერთაშორისო გამოცდილებები – ესენია იმ მოცემულობების ერთიანობა, რომლებიც დღევანდელ ქართულ, გენდერულ რეალობას ქმნის. როგორია ტენდენცია, რა აქცენტები იკვეთება, რამდენად არის კანონმდებლობა რეალობის ადეკვატური – აღნიშნულ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ გენდერისტი მარი მესხი ესაუბრა.

როდის ყალიბდება სტერეოტიპული აზროვნება?

გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებით სტერეოტიპების გავლენა არის ძალიან დიდი. გამოვყოფდი იმას, რომ არასწორად აფასებენ ქალისა და მამაკაცის უნარებს, თვისებებს, სოციალურ ქცევებსა და სოციალურ ფუნქციებს. სტერეოტიპი გენდერული როლის შეთვისებას უწყობს ხელს.

მაგალითად, სტერეოტიპული აზროვნება ყალიბდება აღზრდის დროს და საფუძველს უქმნის სექსიზმს, დისკრიმინაციას, რადგან თუ ჩვენ აღზრდის დროს ჩავდებთ სხვადასხვა სტერეოტიპს, ეს უკვე იქნება სექსიზმის საფუძველი.

უფრო დეტალურად, გენდერული ასიმეტრია რას გულისხმობს?

ქალის როლი, ქალის საქმიანობა, მისი ღირებულებები გაცილებით ნაკლებად არის შეფასებული, ვიდრე – მამაკაცის. ჩვენი კულტურა ამისგან ნამდვილად არ არის თავისუფალი.  გენდერული ასიმეტრია ხელს უშლის ქალისა და მამაკაცის თანასწორობას,  გამორიცხავს მათ შორის ბალანსს. შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ფორმალური თანასწორობა – მაგალითად, კანონმდებლობაში არსებობდეს მიდგომები, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია – მაგრამ ეს არ მუშაობდეს პრაქტიკაში. შეიძლება, გვქონდეს უფლებები, მაგრამ არ გვქონდეს შესაძლებლობები. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელ რეალობაში უფლებებსა და შესაძლებლობებს შორის ტოლობის ნიშანია დასმული.

ტენდენციას როგორ შეაფასებთ?

არ ვფიქრობ, რომ ტენდენცია მზარდია და იზრდება გენდერული სტერეოტიპების შემთხვევები, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება ძალისხმევის გაგრძელება. გენდერი არის ცვალებადი კულტურაში, ეპოქაში, რელიგიაში და ა.შ. თითოეული მათგანი ძალიან დიდ გავლენას ახდენს გენდერულ სტერეოტიპებზე. შესაბამისი განსაზღვრება მხოლოდ კანონმდებლობით არ უნდა დასრულდეს. საჭიროა ბევრი ძალისხმევა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ასევე, საჭიროა, რომ  სამთავრობო სექტორმა გააძლიეროს ძალისხმევა. არსებობს სფეროები, სადაც დადებითი პროცესები მიმდინარეობს. ვისურვებდი, ასეთი ტენდენცია გაგრძელდეს და მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს.

ამ კუთხით, რა პროცესის საჭიროებას ხედავთ?

საჭიროა გაცილებით მეტი მუშაობა ცნობიერების ასამაღლებლად. მთავარია, რომ სტერეოტიპული შეფასებები, შეხედულებები, დაიძლიოს და ჩანაცვლდეს თანამედროვე, სუფთა, წონასწორობის მიდგომებით.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: