თავდაპირველად მაყურებელმა ის პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მიღწეული წარმატებისა და გამარჯვების  შემდეგ, ის ბევრისთვის გახდა რჩეული მომღერალი. ცოტა ხნის წინ, ბარბარა სამხარაძე „საქართველოს ვარსკვლავის“ სცენაზე ავიდა და კვლავ დასამახსოვრებელი ნომრები შემოგვთავაზა. რას საქმიანობს ის ახლა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? ბარბარას შესახებ ამ ინფორმაციასა და ბლიც ინტერვიუს „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ.

ამჟამად რას საქმიანობ?

ამჟამად ვემზადები ეროვნული გამოცდებისათვის და ჩემს წიგნზე ვმუშაობ. მუსიკალური თვალსაზრისითაც, მე და ჩემი მეგობარი ვცდილობთ ახალი ეტაპის დაწყებას.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

ძალიან მინდა, ჩემი წიგნი დავასრულო და გამოვცე, ასევე, როგორც ვახსენე, მინდა, მე და ჩემი მეგობარი  ,,ახალი სიტყვით” გამოვჩნდეთ.

ჩემი პირველი მუსიკალური წარმატება არის – ჩემი რაიონის სცენაზე სიმღერა, ხოლო შემდეგ უკვე ფილარმონიისკენ გადმოვინაცვლე.

გარდა სიმღერისა, მეხერხება  – წერა, ფსიქოლოგობა, სიმღერების წერა და ხატვასაც ვცდილობ.

ჩემთვის იდეალური გარემო არის გარემო, რომელშიც – საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანები არიან, ან, უარეს შემთხვევაში, როცა მარტო ვარ.

ადამიანებთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარია – ნდობა, რაზეც ყველა ურთიერთობა დგას.

არ მიყვარს, როდესაც ადამიანი … მიყენებს თავის მიზნების განსახორციელებლად.

პიროვნებაში ყველაზე მეტად ვაფასებ – გულახდილობასა და ბუნებრივობას.

მიჭირს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც … მალავენ საკუთარ თავს და ცდილობენ, შენიღბონ თავიანთი ნამდვილი „მე“.

ჩემს თავში ყველაზე მეტად არ მომწონს – ის, რომ ყველა კარგი ადამიანი მგონია.

ჩემს თავში ყველაზე მეტად მომწონს … გამოუვალ სიტუაციებში რომ გამოსავალს ადვილად ვპოულობ

ვნანობ, რომ … ჩემს წიგნს მეტ დროს არ ვუთმობ

შესაძლებლობა რომ მექნება, გავიცნობ .. ნათია ფანჯიკიძეს.

ვისურვებდი, სამყაროში არ არსებობდეს ... სიღარიბე

ადამიანებს ვურჩევ, რომ … გააკეთონ ყველაფერი თავიანთი ბედნიერებისთვის, რაც არ დააზიანებს სხვას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: