რომში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალში პეტრიაშვილმა 11:0 სძლია პოლონელ რობერტ ბარანს და მეორედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.
მან გადამწყვეტ ბრძოლამდე ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (10:0), რუსი ბალდან ციჟიპოვი (11:0) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (7:2) დაამარცხა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედლის მფლობელი ბექა ლომთაძე (61 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ.
Please follow and like us: