მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მატროსოვის“ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის იძლევა გარანტიას, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებას წელსვე დატოვებს.

„მინდა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შორიდან მგულშემატკივრობდნენ, მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

Please follow and like us: