„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და ვანო მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში. მისივე შეფასებით, ივანიშვილის 8-წლიანი მმართველობის ფონზე ნათლად გამოჩნდა ის წარმატება და პროგრესი, რასაც საქართველომ 2003 წლიდან 2012 წლამდე მიაღწია.

მივესალმები ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას. ივანიშვილის 8 წლიანი მმართველობის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის ძალისხმევა, წარმატება და პროგრესი, რასაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ მიაღწია. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მე მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად ვანო მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში. თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!“ – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი.

Please follow and like us: