უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა 17 თებერვალს, გვიან ღამით, სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში მოხდა.

როგორც ცნობილია, შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გადაინაცვლა. 25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ამასთანავე, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.

Please follow and like us: