ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს.
ქართველ ძალოსანს ხმა 17 084-მა გულშემატკივარმა მისცა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ მეორე ადგილზე გასულ ძალოსანს 11 ათასზე მეტი ხმით აჯობა.
საგულისხმოა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში წელს რეკორდული რაოდენობის ადამიანი ჩაერთო. თავის რჩეულებს ხმა ძალოსნობის 50 ათასზე მეტმა ქომაგმა მისცა, საიდანაც ყველაზე მეტი ხმა ქართველ ძალოსანს ერგო.
ქალთა შორის კი გულშემატკივარმა 9 015 ხმით საუკეთესოდ ამერიკელი კატერინ ელიზაბეტ ნიე (71 კგ) გამოარჩია.
Please follow and like us: