ქალბატონების თვე ახლოვდება. სულ მალე გაზაფხულიც პირველი დღეც დადგება. იცვლება სეზონი და, შესაბამისად, იცვლება ის საჭიროებები, რომლებიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ. სხვადასხვა ქალბატონი კანის მოვლისთვის სხვადასხვა დროს გამოყოფს. მთავარია სწორად შერჩეული კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები და რჩევები, რომლებსაც პროფესიონალები გასცემენ.

“თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ალექსანდრა იაროვოი, ბრენდ Organic Cosmetics-ის დამფუძნებელი და რეცეპტების ავტორი პასუხობს. შესაბამის რჩევებსაც სწორედ ის შემოგვთავაზებს.

 რას და რისგან აწარმოებთ?

ვაწარმოებ ნატურალურ კოსმეტიკას, კრემებს, საპნებს, მასაჟის სანთლებს, სკრაბებს და ყველაფერ იმას, რაც ახარებს ქალბატონებს. ინგრედიენტები, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის მომზადებაში, შეისყიდება საიმედო მიმწოდებლებისგან ხარისხის გარანტიით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ეს ჩემთვის უმთავრესი ორიენტირია

თუ არის შესაძლებელი, ამოვიცნოთ ნატურალური კოსმეტიკა?

არის რამდენიმე ნიუანსი, რომლებიც დაგვეხმარება, გაეცეს ამ კითხვას პასუხი. მაგალითად, რაც შეეხება კანის მოვლის საშუალებებს: კრემი, სახის ტონიკი, შრატი, რომელთა შემადგენლებოში არ შედის აგრესიული კონსერვანტები ნახევარი ან ერთი წლის ვადით ვერ შეინახებთ. მაგრამ თუ ამ პროდუქტებმა დიდი ხნის ვადით გასტანა,  ეს იმის მანიშნებელია, რომ ისინი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საბოლოოდ ცუდად აირეკლება თქვენს კანზე. სამწუხაროდ, კოსმეტიკური ბრენდების უმრავლესიბა შორს არის ნატურალურობისგან.  საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ წაიკითხავთ, რა შედის მის შემადგენლობაში. ნატურალურმა კოსმეტიკამ არ უნდა გააშროს ან გააღიზიანოს კანი.

რას გვეტყვით, რა არის სავალდებულო პროცედურები ქალისთვის თავის მოვლის მხრივ?

კანის მოვლაში უმნიშვნელოვანეს ეტაპებად მიიჩნევა კანის წმენდა, ტონიზირება, დატენიანება და კვება. სწორად შერჩეული კრემი, შრატი და ტონიკი უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებენ კანის სიგლუვესა და ახალგაზრდობას, ნატურალური შამპუნი და ნიღაბი თმას უფრო ცოცხალსა და მბრწყინავს გახდის, ხოლო ტანის სკრაბების გამოყენება (2-3-ჯერ კვირაში) კანს ელასტიკურსა და გლუვს ხდის. მთავარია, ეს ეტაპები არ გამოვტოვოთ.

რა რეკომენდაციები გაქვთ კანის მოვლასთან დაკავშირებით?

სახის ნიღაბი ან სახლის პირობებში ჩატარებული სახის პილინგი (1-2ჯერ კვირაში კანის ტიპის მიხედვით), კანის წმენდა სპეციალური სახის დასაბანი საშუალება, უბტანი ან ჰიდროფილური ზეთი.

ტონიზირება ჰიდროლატით ან ტონიკის საშუალებით.  სამწუხაროდ, ბევრი ქალბატონი ტოვებს ამ ეტაპს. ყველაზე ბოლო ეტაპია კანის დატენიანება სწორად შერჩეული კრემით ეს არის საბაზო მოვლა. არ გაწმინდოთ კანი სპირტით და იმ ყველაფრით , რაც შეიცავს ამგვარ სახისთვის დამანგრეველ ნივთიერებებს. სპირტი აშრობს და ათხელებს კანს, რაც უფრო ამძიმებს კანის მდგომარეობას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: