„გარდენია შევარდნაძე“ – ზღაპრული სივრცე, ზღაპრული ატმოსფერო და ფერადი გარემო. აქ ყველაფერი განსაკუთრებულად ლამაზი და სურნელოვანია და სიახლეებიც ხშირია. ამ ეტაპზე, ახალი ამბავი სტუმრებისთვის ღამის გასათევ გარემოსთანაა დაკავშირებული. უფრო ვრცლად აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ “გარდენია შევარდნაძის” მფლობელი, ზურაბ შევარდნაძე ესაუბრა.
რა სერვისებს სთავაზობთ სტუმრებს ახალ შენობაში?
ჩვენს ახალ შენობაში ხუთი 2-საწოლიანი და ერთი 1-საწოლიანი აპარტამენტია. სტუმრებს სასტუმროს სერვისებს არ ვთავაზობთ, ვაძლევთ ბაღის ჭიშკრის, სახლისა და აპარტამენტის გასაღებს. საუზმეზე ჩვენს ბაღში პატარა კაფეში ვეპატიჟებით. პირველ სართულზე გვაქვს ძალიან სადღესასწაულო სივრცე, სადაც ერთ გრძელ მაგიდასთან 20 სტუმარს შეგვიძლია, ვუმასპინძლოთ ვახშმად. ასეთ ვახშმებს დაკვეთით ვმასპინძლობთ და ბევრ განსაკუთრებულ სტუმარს ვუმასპინძლეთ უკვე.
რით არის უზრუნველყოფილი აპარტამენტები?
ავეჯი, ჭურჭელი, თეთრეული, აქსესუარები – ყველაფერი ადგილობრივი წარმომავლობისაა, ბუნებრივი და ადამიანურია. ვფიქრობ, ესთეტიკურადაც გამართულია ინტერიერი და ფუნქციურადაც მოხერხებული. ჩვები ბაღი ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა, ამიტომ ბევრ სტუმარს ეშორება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც სილამაზეში, სიმშვიდეში, ბუნებრივ, განსაკუთრებულ პირობებში არჩევს ცხოვრებას. აქამდე ასეთი სტუმარი არ გვაკლია. დაკვეთას ოთახის დასაჯავშნად მხოლოდ ტელეფონით ვიღებთ
ძირითადად, ვინ გსტუმრობთ?
გვირეკავენ მეგობრები, ნაცნობები ან ნაცნობების ნაცნობები. ისე, უბრალოდ, უცხო ადამიანისთვის ჯერ არ გვიმასპინძლია ინტერესი იმაზე დიდია, ვიდრე ველოდით, განსაკუთრებით იმ თვეებში გვყავს ბევრი სტუმარი, როცა ბაღი ყვავის და განსაკუთრებით ლამაზია – გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებში.
ამ დღეებში დავამთავრებთ სახელოსნოების მშენებლობას, სადაც სტუმრებს თიხის სახელოსნოში შეეძლებათ, მოსინჯონ ძალები.. ეს ყველას მოსწონს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე