დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.