საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს, დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამივე დაავადებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ისინი აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნას და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.

„მათი საერთო კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს დაუდასტურდა.

Please follow and like us: