1 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
2 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

ევროკავშირმა კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

„ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში დღეს განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსით დაავადების რისკი უმაღლეს ნიშნულამდე იზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას აგრძელებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში „კორონავირუსზე რეაგირების ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც ევროპაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე იმუშავებს.

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარ სტელა კირიაკიდესის ცნობით, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან, ვირუსი 18-ში უკვე გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 2100-ს აღწევს. „კოვიდ-19“-ით ევროკავშირის 38 მოქალაქე დაიღუპა.

ევროკავშირის მასშტაბით, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული.

Please follow and like us: