კორონავირუსის მაქსიმალური საინკუბაციო პერიოდი 14 დღეა. ამის შესახებ ჩინეთის სამედიცინო ასოციაცია იუწყება.

როგორც ჩინეთში განმარტეს, ახალი ტიპის კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი სულ მცირე ხუთი-შვიდი დღეა, მაქსიმუმი კი 14 დღეს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 14 დღეზე მეტი ყოფილიყო.

ამ დასკვნამდე ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის წარმომადგენლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ერთ-ერთ ადგილობრივს კორონავირუსი 27 დღის შემდეგ დაუდგინდა.

ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ცნობით, 70 წლის მამაკაცმა 27 იანვარს საკუთარი და ნახა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

მას სიმპტომები 20 თებერვალს გამოუვლინდა და შემოწმების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

Please follow and like us: