2 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
3 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

მიმდინარე წლის 5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით, დაფიქსირებულია – 102 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 87 ახალი შემთხვევა.

მათივე ინფორმაციით, სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8204 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის 6125 მამაკაცია და 2079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1660 გარდაიცვალა. 31 იანვრის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია.

„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.8 % (3102) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3977) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (923) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (110) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (39) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3031 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1136; შემდეგ იმერეთში 986; აჭარაში 935; აფხაზეთში (525); კახეთში (404) ქვემო ქართლში (469); შიდა ქართლში (303); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან; აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალქეებისთვის უფასოა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.

Please follow and like us: