15 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
1 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაადგილება და საქართველოში სხვა გზებით დაბრუნება, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს.

ამ ეტაპისთვის ვიცით, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას. სხვა შემთხვევაში პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასსხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნდ გაართულებს”- განაცხადა ტიკარაძემ.

Please follow and like us: