თბილისის ისტორიის მუზეუმში ღვინის მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმი ქარვასლას ისტორიულ სარდაფში განთავსდა. სარდაფები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება და საქართველოში ღვინის დაყენების ისტორიას გვიყვება. მთავარ საგამოფენო სივრცეში არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოჩენილი ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული არტეფაქტებია წარმოდგენილი. არტეფაქტები ეროვნული მუზეუმის კოლექციის რეპლიკებს წარმოადგენს.

საგამოფენო დარბაზებთან ერთად მუზეუმი მოიცავს საკონფერენციო, სადეგუსტაციო და თბილისის ისტორიის სივრცეებს.

მუზეუმი სატესტო რეჟიმში მუშაობს და სრული დატვირთვით აპრილში გაიხსნება.

თბილისის ღვინის მუზეუმი კომპანია „მეიდან ჯგუფის“ არაკომერციული პროექტია.

Please follow and like us: