3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
3 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
3 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
3 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, კლინიკაში 34 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან ორთან კორონავირუსი დადასტურდა, ხოლო დანარჩენთან მიღებულია უარყოფითი  პასუხი.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ერთი პაციენტის შემთხვევაში კვლევა გრძელდება.

ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დადგინდათ, ნელა-ნელა  საკარანტინო სივრცეში გადადიან.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე ტესტი ჩასატარებელი აქვს კიდევ 14 პაციენტს.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაია ამბობს, რომ პირველი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება.

მისივე განმარტებით, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გრძელდება მაღალი ცხელება, ორმხრივი პნევმონია, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება.

„მაგრამ ასე დაწყნარება არ შეიძლება,დინამიკაში მონიტორინგი და დაკვირვებაა საჭირო. დანარჩენებთან სხვადასხვა სიმპტომატიკა ვლინდება. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევით დადასტურებულია პლევმონია, მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი, მართალია ამ დროისთვის არც ერთ პირს სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ ემუქრება, ამწუთში არ აღენიშნება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რადგან ამ დაავადებას ახასიათებს პროგრესირება, შეიძლება მსუბუქ, საშუალო ან მძიმე ფორმაშიც კი მოხდეს დაავადების პროგრესირება და ნებისმიერი გარტულების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 15 პირია ინფიცირებული.

Please follow and like us: