2 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
3 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
3 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
3 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 33 პაციენტს 2 ეტაპად ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსის არსებობაზე და ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

„პაციენტების ნაწილი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია და გრძელდება ეს პროცესი.

რაც შეეხება იმ 15 ინფიცირებულს, რომლებიც ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშნება, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება მისი მდგომარეობა. ამის გარდა, 3 პაციენტთან არის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. მათთან არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენ პაციენტთებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა, მათთან გამოხატულია კლინიკა მხოლოდ დაბალი ცხელების სახით ან თითოეულ მათგანს აქვს ან ხველა, ან სურდო, ან ყელის ტკივილი. მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია და პროგრესირება ამ დრომდე არ შეინიშნება,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Please follow and like us: