საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს.ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ზიარება ეკლესია-მონასტრებში ჩვეული წესით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა საპატრიარქოს ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების რეკომენდაციით მიმართა, თუმცა საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ გეგმავს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.

Please follow and like us: