კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოხელეთა ნაწილი სამსახურებრივ უფლებამოსილებას დისტანციურად განახორციელებენ. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.

„დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.

საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

Please follow and like us: