2 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
2 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
2 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
3 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 7 პირის ანალიზის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან.

ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, პაციენტი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, ინფიცირების ახალ წყაროს არ წარმოადგენს და ის იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირია.

„გუშინ 21 პირის ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი ორი ეტაპიდან ჩატარებული ტესტირებით მხოლოდ ერთთან იყო დადებითი და 13 უარყოფითი პასუხი გვქონდა, ახლა ველით გვიან ღამით ჩატარებული ტესტირებების პასუხს, 7 პასუხს, რომელიც მესამე ეტაპად ჩატარდა.

როგორც იცით, გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჩვენთან 21-დან 22-მდე გაიზარდა, ე.ი. ქვეყანაში – 25-ია. ეს პაციენტიც არ არის ახალი წყარო, არის არსებული წყაროებიდან. როგორც ჩვენ ვიცით, გვაქვს იტალიის 2 წყარო და ერთ-ერთი იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირია. ეს სამედიცინო ჯგუფია, ჯანდაცვის ჯგუფი და იქ არსებული კონტაქტია. შემოტანილი შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირველი პირების დაინფიცირებას ჰქვია პირველი გენერაცია. ჩვენ ჯერ არ გავცილებულვართ ამ პირველ გენერაციას და ეს არის კარგი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მარინა ეზუგბაია ასევე აღნიშნავს, ყველა კონტაქტი აბსოლუტურად შესწავლილია.

„მე მინდა გიპასუხოთ, რომ აბსოლუტურად შესწავლილია ყველა იმ პაციენტთან დაკავშირებული კონტაქტი, რომელთაც ვირუსი იტალიიდან შემოიტანეს. ამას მეთვალყურეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

Please follow and like us: