39 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
2 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

საქართველოში მოქმედ მეჩეთებში, ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო ღვთისმსახურების მხრივ ცვლილება არ იგეგმება და დღეს, პარასკევის ლოცვები მკაცრი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება, – ამის შესახებ  სრულიად საქართველოს მუფთამ ადამ შანთაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში, ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევა სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია, შესაბამისად არსებული რეალობიდან გამომდინარე მეჩეთში მსახურების მხრივ ცვლილების საჭიროება არ არსებობს. ადამ შანთაძის განმარტებით, მკაცრად ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაცემულია მთავრობის და ჯანდაცვის ორგანოების მხრიდან.

„გუშინ ჩატარდა მეჩეთების დეზინფექცია. მრევლთან ახლო და მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს ვაძლევთ. რეკომენდაციები ეხება იმას, რომ თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან და ა.შ. ჩვენ ისედაც სახეს, ხელებს ვიბანთ და ფეხსაცმლით არ შევდივართ მეჩეთში, ანუ ჰიგიენის წესები მკაცრად არის დაცული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ღმერთის შეწევნით, ამ მხრივ რაიმე საშიშროება ლოცვის ჩატარებას არ ემუქრება. ლოცვის შეჩერება მარტივი საქმე არ არის. მოვუწოდებ მრევლს, რომ მკაცრად დაიცვას რეკომენდაციები. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით შემთხვევების ის დონე არ არის, რომ ლოცვები შეჩერდეს, ქუჩაში გამოვლა შეიზღუდოს და ა.შ. თუმცა, მკაცრ რეკომენდაციებს ვაძლევთ მრევლს და თუ გართულდება ვითარება, რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმოქმედებთ.

პანიკაში არ უნდა ჩავარდეს მრევლი, ჩვენ უნდა მივენდოთ ღმერთს და ვლოცულობთ, რომ როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე მთელს მსოფლიოში იყოს მშვიდობა და სულ მალე, ღვთის შეწევნით, მსოფლიომ ვირუსისგან სრულად შეძლოს გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

Please follow and like us: