3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტის შემთხვევაში, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა, რამდენიმე დღეა დაავადება არ პროგრესირებს.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კლინიკაში მოთავსებული 22 ინფიცირებული პაციენტიდან შვიდს პნევმონია აქვს.

„მე მინდა გითხრათ, რომ 22 პაციენტიდან შვიდთან არის დაკავშირებული პნევმონია გულ-მკერდის კატაკვლევის ჩატარების შედეგად. გახსენებთ, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღე ვიძახით იმასაც, რომ სტაბილურია მისი მდგომარეობა, დაავადება არ პროგრესირებს. შეიძლება ითქვას, რომ პროგრესირება თუ შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პაციენტების დაავადების პროგრესირება მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება პროგრესირდეს, ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შესაძლებელია მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტების მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

Please follow and like us: