4 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
5 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
5 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
5 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ შშმ სრულწლოვანთა და არასრულწლოვან პირთა, ბავშვთა და ხანდაზმულთა თავშესაფრებში, ასევე მცირე ზომის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და ოჯახში ძალადობაგამოვლილთა თავშესაფრებში, ჰიგიენის ნორმები და დეზინფექციის წესები გამკაცრებულია.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მერი მაღლაფერიძემ განუცხადა, ამ დაწესებულებებში ჰიგიენური საშუალებები ყოველთვის შედის და მათი მოხმარება მკაცრად კონტროლდება. თუმცა, გამკაცრებული ზომებისა და გახშირებული მოხმარების გამო, ასევე განიხილება სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების მარაგების დამატებაც.

ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, თავშესაფრებში მნახველების მიღება და თავშესაფრის მცხოვრები პირების ტერიტორიის გარეთ გაყვანა შეზღუდულია.

“დეზინფექცია ჩვენი დიდი პანსიონების, მათ შორის შშმ პირთა პანსიონების, ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების შემთხვევაში, ისედაც ყოველდღიურობის ნაწილი იყო. თუმცა, ამ ინფექციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დეზინფექციის ღონისძიებები გავაძლიერეთ. გარდა ამისა, ეს ღია ტიპის დაწესებულებებია და ნებისმიერ დროს შეუძიათ ადამიანებს შესვლა და გამოსვლა, თუმცა, შევზღუდეთ მიმოსვლა მაშინვე, როგორც კი პირველი შემთხვევები დაფიქსრიდა და რეკომენდაციები გაიცა. მაღალი რისკის მქონე ჯგუფები არიან და ვცდილობთ კონტაქტები შევამციროთ. ჩვენ გვაქვს კოჯრის შშმ პირთა პანსიონატი, სადაც ბაშვები არიან განთავსებულები, გვაქვს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც ასევე მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობა მძიმე დაავადების მქონე ბავშვია, აქამდე მნახველ პირად ვინც იყო დარეგისტრირებული, შეეძლო მოსვლა და ნახვა, უფრო გაყავდათ ბავშვები ხოლმე, ახლა ძალიან ვცდილობთ, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებს მოვარგოთ, ბავშვების სრული იზოლაცია არ მოვახდინოთ, ბავშვებს კონტაქტი შევუნარჩუნოთ სატელეფონო თუ სხვა საშუალებებით, თუმცა მნახველების შემოსვლა შევზღუდოთ. რაც შეეხება ზრდასრულ შშმ პირებს, ესეც ღია ტიპის დაწესებულებები იყო და მინიმუმამდე დავიყვანეთ კონტაქტი გარე პირებთან. მოხუცთა და ხანდაზმულთა პანსიონატებშიც შეიზღუდა მნახველების მიღება. დღის ცენტრებმაც შეაჩერა ფუნქციონირება მაშინ, როცა ეს რეკომენდაციები სკოლებზე გავრცელდა. რაც შეეხება, მცირე ტიპის საოჯახო სახლებს, მათთვისაც გავეცით რეკომენდაცია, ყველა მათგანს დაურიგდა ეს და უმრავლესობამ მაქსიმალურად შეზღუდა გარესამყაროსთან კონტაქტი. აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ, ვუპასუხოთ საერთაშორისო სტანდარტებს და ბავშვებს არ მოვაკლოთ მნახველების ყურადღება სხვა ალტერნატიული საშუალებებით, თუმცა ამ ეტაპზე ვიზიტები შეზღუდულია,” – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ამ შეზღუდვების პარალელურად, მითითებები პანსიონატების პერსონალსაც მიეცათ.

“პერსონალსაც მიეცათ მითითებები, როგორ უნდა მოიქცნენ ვთქვათ, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში ან თუ მოგზაურობის ისტორია აქვთ, შეეზღუდათ დაწესებულებებში მოსვლა. ასევე, რაიმე დაავადებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეეზღუდებათ დაწესებულებაში შესვლა და ა.შ. რაც შეეხება ჰიგიენურ საშუალებებს, ესენი ყოველთვის შედის ამ დაწესებულებებში და მათი მოხმარება ძალიან მკაცრად კონტროლდება. განსაკუთრებით, როცა ეს ბავშვებს ეხება. დეზინფექცია თუ გვქონდა გაწერილი, ეს ზომები ახლა უფრო გახშირებულია და უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. ხელშეკრულებები, რომელიც ამ საშუალებებზე გვქონა დადებული, ვფიქრობ, ოდენობების გაზრდა მოგვიწევს. დაგვჭირდება აუცილებლად, იყო ამაზე საუბარი და ამას თავისი პროცედურა აქვს. ამასთან, ისედაც გვაქვს ინსტრუქცია, თუმცა ახლა ხაზგასმულია ამაზე, რომ როცა რაიმე დაავადებაზეა ეჭვი ან დაფიქსირდება თუ არა რაიმე სიმპტომი ეცნობოს შესაბამის სამსახურს, მკაფიო მითითებაა ამაზე. ჩვენ ადგილზე გვყავს ექიმი, სწორედ ის იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მასშტაბურ დეზინფექციას, ამასაც თავისი წესები აქვს, საცხოვრისი სადაცაა, აქ ამ სითხეს ვერ გამოიყენებენ. არსებობს დეზინფექცია, რომელიც ადგილზე შეიძლება და ამას ვატარებთ და არსებობს დეზინფექცია, რომელიც ადამიანების საცხოვრისების ადგილზე არ შეიძლება. ეს ზომები რაიმე საეჭვოს არსებობის შემთხვევაში ჩვენც გათვალისწინებული გვაქვს,” – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და ქუთაისში 2 ხანდაზმულთა პანსიონატი ფუნქციონირებს, ასევე სააგენტოს დაქვემდებარებაშია, 3 დიდი ზომის შშმ პირთა პანსიონატი. ქვეყანაშია ორი ბავშვთა სახლი და 45 მცირე საოჯახო ტიპის სახლი. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 5 ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი.

Please follow and like us: