3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
3 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
3 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
3 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ჟურნალისტებს დიდი როლი გაქვთ ამ ბრძოლაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“.

„მასმედიას მეოთხე ხელისუფლებას გიწოდებენ და ეს სწორედ ასეა. იმიტომ, რომ თქვენს ინფორმაციას, განსაკუთრებით, სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობამდე მიგაქვთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში პანიკა არ იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაღალი სიფხიზლე, მაგრამ პანიკა არ უნდა იყოს. ჩვენ არაფერს ვმალავთ და ყველაფერს ვამბობთ, რომ დიახ, არის პანდემია და არის ინფექციის გავრცელების მეტი საშიშროება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ და ამაში ჟურნალისტები უნდა მოგვეხმაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ განცხადებით ამირან გამყრელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოიქცნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც შექმნილ ვითარებაში მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მით უფრო, რომ მათ შესაძლო ინფიცირების არეალში უწევთ მუშაობა და რა რეკომენდაციას მისცემს ჟურნალისტებს, რომ ისინი კორონავირუსის კიდევ უფრო მეტად გამავრცელებლები არ გახდნენ.

„ერთად ნუ ჩაგვწერთ ხოლმე. მართალი გითხრათ, ჩვენთვის რთულია, ცალ-ცალკე რომ მოხვიდეთ, მაგრამ როცა ოცი ადამიანი მოდის, საფრთხე არსებობს. ტელეჩართვები გააკეთეთ, რომ ერთად არ იყოს ხოლმე დიდი შეკრება. როგორც იცით, ყველა დაწესებულება ამ ვირტუალურ კავშირზე გადავიდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გლობალური მედიცინა ისეა განვითარებული, რომ მედიცინა და საზოგადოება კორონავირუსის პრობლემას მოერევა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება და აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ.

„მოამბის“ წამყვანმა, თამთა სანიკიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ ექიმს თავდაუზოგავი შრომისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გიხდით პირადად თქვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელს და თითოეულ ექიმს იმ თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევისთვის, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ვხედავთ“, – განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

Please follow and like us: