3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნაში ახალი კორონავირუსის ეპიდსაშიშროებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორის სერიოზული მზადება მიმდინარეობს.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი, მზად უნდა იყოს როგორც შესაბამისი მარაგებით, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

„მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის სერიოზული მზადება, შესაბამისი საავადმყოფოების, შესაბამისი პირველადი ჯანდაცვის ქსელის, რომ თუ განვითარდა ეპიდემია და სერიოზულად იმატა ინფიცირებულების რაოდენობამ სამედიცინო ქსელი ამისთვის ყოველმხრივ იყოს მზად, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ისე შესაბამისი მარაგებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა არის დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 314 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 63 ადამიანი გადის.

Please follow and like us: