2 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
3 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
3 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
3 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს შორის შეთანხმების თანახმად ორ ქვეყანას შორის ფრენები გახანგრძლივდება მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენების გაუქმებას თურქეთის მხარე საქართველოსთან 14 მარტიდან გეგმავდა, თუმცა შეთანხმების თანახმად ვადა გახანგრძლივდა.

„თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც “თურქეთის ავიახაზების” საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ. მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.

გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავიამიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.

Please follow and like us: