2 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
2 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
3 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
3 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთან დაკავშირებით განმეორებითი ტესტის შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ.

ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს გუშინ ტესტი ჩაუტარდა და პირველადი ტესტირებით კორონავირუსზე პასუხი ნეგატიურია.

„შემიძლია ახალი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მეორე პაციენტთან, რომელსაც აქვს ირანის მოგზაურობის ისტორია, მეთხუთმეტე დღეზე, გუშინ ჩატარდა ტესტირება და პირველადად უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. პირველადი ურყოფითი პასუხი ძალიან კარგია, თუმცა 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ გამოჯანმრთელდა. ამ ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს მდგომარეობა, რომ განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.

Please follow and like us: