17 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
1 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

საგანმანათლებლო გეგმის ფარგლებში ელექტრონული სწავლების საკითხზე აქტიური მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ხელს შეუწყობს სკოლებს, მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იყოს მიღწეული.

ამ მიმართულებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

რეკომენდაციების თანახმად სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.

შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა TEAMS-ის პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს და ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და განათლების ისეთ ფორმებზე იმსჯელეს, რომელბიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის.

2019 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft office-ის ლიცენზირების სრული პაკეტი შეიძინა, მათ, შორის პროგრამა Teams-ი, რომლის დანერგვაც სკოლებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს უფასო რესურსების განთავსებას პორტალზე www.el.ge.

Please follow and like us: