4 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
5 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
5 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
5 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ორგანიზებითა და  ევროკავშირის დაფინანსებით,  თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს  ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“, რომლის მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მოემსახურებიან 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე – მათი ოჯახების წევრებს.

„კლუბი სინერგია“ მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის 96-ში და ბათუმში, გორგილაძის 12-ში. ორივე ცენტრისთვის მიმართვა შესაძლებელია, თუ:

მოზარდი ან ახალგაზრდა მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სირთულეებს აწყდება თანატოლებთან/უფროსებთან ურთიერთობისას, ავლენს ემოციურ პრობლემებს, აღენიშნება ქცევითი სირთულეები, აქვს ძილის პრობლემები ან სამედიცინო მიზეზით აუხსნელი სხვა სომატური ჩივილები, აქვს ფსიქოტრავმის გამოცდილება, კონფლიქტშია კანონთან.

ხსენებულ საკითხზე ვრცლად „თბილისი თაიმსს“  ფსიქოლოგი, „კლუბი სინერგიას“ დირექტორი, ქეთი ფილაური ესაუბრა.

რატომ  გაჩნდა კლუბი სინერგიასგახსნის  საჭიროება?

სერვისის იდეა რამდენიმე გამეორებითთაა განპირობებული; პირველ ყოვლისა, საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, რომ მსოფლიო პოპულაციის 9-16% და ბავშვებისა და მოზარდების 20% ფსიქიკური აშლილობებით იტანჯება (Klasen & Crombag, 2013).  მოზარდობის ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელლბის განვითარების რისკი მაღალია და, როგორც კვლევები ადასტურებს, იმ ადამიანთა სამ მეოთხედს, ვისაც ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვს, აშლილობის ნიშნები 24 წლამდე ასაკში უვლინდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სუიციდი სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია სწორედ 15-29 წ ასაკში. სამწუხაროდ, ემპირიული და მეცნიერული მონაცემებით დასტურდება, რომ მოზარდობისა და ახალგაზრდობის ასაკი ფსიქიკური აშლილობების განვითარების პიკური ასაკია.

მიუხედავად ამისა, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა დაბალია არამხოლოდ საქართველოში. 2018 წლის მონაცემებით, გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებში ყოველი ოთხიდან მხოლოდ ერთი იღებს შესაბამის დახმარებას (Alonso et al., 2018; Araya et al., 2018). და ეს   „ღრიჭო“  განსაკუთრებით ფართოა განვითარებად, დაბალი და საშუალო რესურსების ქვეყნებში – ისეთებში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა.

საქართველოში ბავშვთა, მოზარდთა და ახალგაზრდათა ფსიქიკური ჯანმრთელობის  სერვისები, აგრეთვე, საპრევენციო პროგრამები, უაღრესად მწირია, განსაკუთრებით – გავრცელებული ფსიქიკური აშლილობებისა და ადიქციის პრობლემების სამართავად.

ამასთან, ნივთიერებათა ავადმოხმარება საკმაოდ გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ამას მძიმე ფსიქიკური და სომატური შედეგები მოაქვს.

საქართველოში გვყავს რამდენიმე სპეციფიკური ჯგუფი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების მაღალ რისკს ატარებს, მაგალითად, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, იძულებით გადაადგილებული პირები  და სხვ.

საპრევენციო პროგრამებისა და მომსახურებების დანერგვა და განვითარება  გავრცელებული ფჯ აშლილობებისა და რისკ-ფაქტორების შესამცირებლად – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა.

ვინ არიან გუნდში, როგორ დააკომპლექტეთ კლუბის თანაშმრომლები და რა პრინციპით ხდება მუშაობა?

„კლუბ სინერგიას“ ჰყავს მულტიდისიპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგები, ფსიქოტრავმატოლოგები, ადიქტოლობი, სოციალური მუშაკები, საჭიროების შემთხვევაში, გუნდის მუშაობაში ერთვება ფსიქიატრი. „კლუბი სინერგია“ თავის მოზარდებსა და ახალგაზრდებს სთავაზობს ინტერვენციების ბაზისურ, პრევენციულ, პროგრამებს, რომელიც ორიენტირებულია ძლიერი მხარეების გაძლიერებაზე, რისკების შემცირებაზე და მსუბუქი შემთხვევების მართვაზე. ბაზისური ინტერვენციები ორიენტირებულია უნარების გამომუშვებაზე, მაგალითად,  ემოციური რეგულაციისა და სტრესთან გამკლავების უნარების, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და კონფლიქტების მართვა და ა.შ.

ჩაღრმავებული ინტერვენციები კი ორიენტირებულია ჩამოყალიბებული  სინდრომებისა და დიაგნოზების მართვაზე, როგორებიცაა ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებული აშლილობები, შფოთვითი დ გუნება-განწყობის აშლილობები, ადიქციური ქცევები.

დაინტერესება როგორია – დაინტერესდნენ არასრულწლოვნები და მათი ოჯახების წევრები?

დაინტერესება საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით – გასული წლის სექტემბრიდან გაიზარდა მომართვიანობა.  დღემდე მომსახურება გავუწიეთ 400-მდე მომხმარებელს ორივე ცენტრში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით დაბალია მშობლებისა დ ოჯახის წევრების ჩართულობა. მშობლები შედარებით იშვიათად სარგებლობენ ხანგრძლივი მომსახურებით და უპირატესობას ანიჭებენ ერთჯერად, ინდივიდურ კონსულტაციებს; ეს საპილოტე სერვისია და, ცხადია, ჩვენც ვცდილობთ მომსახურებების ადგილობრივი მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად მოდიფიცირებას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: