3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ კორონავირუსის პრევენციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე გატარებულია ის ღონისძიებები, რა ღონისძიებებიც საგანგებო მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნებმა მიიღეს.

„იცით, რომ შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და გატარებული იქნა კონკრეტული ღონისძიებები. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, სადაც შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ გატარებულია ის ღონისძიებები, რა გადაწყვეტილებებიც ჩვენ დღემდე მივიღეთ. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ამაში ჩართულია სხვადასხვა უწყებები, დარგის სპეციალისტები და ჩვენ ვითვალისწინებთ იმ საერთაშორისო რჩევებს, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.

Please follow and like us: