2 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
2 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
2 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
2 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია.

მისივე თქმით, მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე უარყოფითი პასუხი აქვს, განმეორებით ტესტი დღეს გაუკეთდება და შედეგი დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

„გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთანაც, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება ტესტირება. ალბათ დღის ბოლოსკენ ბატონი თენგიზ ცერცვაძე მოგახსენებთ პასუხს. ვიმედოვნებთ, იქაც ალბათ პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ არ გამორიცხა, რომ გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვოს.

მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელების მიუხედავად, ის ერთ კვირიან თვითიზოლაციაში იქნება.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი ალბათ დღეს დატოვებს, კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი ალბათ დატოვებს კლინიკას, მაგრამ როდის და როგორ მე ამას ვერ გეტყვით. დატოვების შემდეგ პაციენტი მაინც ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადავა თვითიზოლაციაში“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

Please follow and like us: