10 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი უარს ამბობს იმ პროფესიაზე, რის შესახებაც მან განათლება მიიღო და ბოლოს ეს ადამიანი აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება ხოლმე.

ნათია მამაიაშვილი პილოტია – ქართველი ქალი, რომელმაც გაიარა ეტაპები და, საბოლოოდ, აიხდინა ოცნება. მას აქვს საკუთარი ისტორია – ისტორია იმისა, თუ როგორ დაადგა გზას, რომელმაც ის თვითმფრინავამდე მიიყვანა და   აუსრულა  მიზანი, რომელმაც გააძლიერა. „თბილისი თაიმსი“ სწორედ მის პერსონას გთავაზობთ.

„ვარ პროფესიონალი პიანისტი. ნიუ      იორკის          უნივერსიტეტის      საერთაშორისო            ურთიერობების    ფაკულტეტის სტუდენტი,  მაგრამ          მჯერა,            რომ     შენი            პროფესია      არის   ის, რაც           ყველაზე        მეტად            გიყვარს“.      

რამ    განაპირობა ის,     რომ   დღეს პილოტი          ხარ         

ეს        გრძელი         ისტორიაა.     შევეცდები,   მოკლედ        მოვყვე.          ჩემი    პილოტობა ავიაციის        ძალიან           დიდმა           სიყვარულმა განაპირობა.              მთელი           ბავშვობა            თვითმფრინავებს    ვუყურებდი  და       ვოცნებობდი ფრენაზე.       როცა   იმ        პერიოდში            ამერიკაში      მყოფი მამა     საქართველოში        ბრუნდებოდა,          მთელი            სიხარულით ველოდებიდი          მამას   თბილისის    საერთაშორსო          აეროპორტში.            ნიუ     იორკის          უნივერსიტეტში      სწავლის        პერიოდში,                პირველად            გადავწყვიტე            , წავსულიყავი         და       პარაშუტით  გადმოხტომა            მეცადა.                        ერთადერთი,            ვისაც  ამის    შესახებ          ვუთხარი,      იყო     ჩემი    და.                              თვითმფრინავიდან გადმოხტომის          შემდეგ           ჩემი    ცხოვრება            აბსოლუტურად       შეიცვალა.     ამ        დიდმა           ნაბიჯმა         მე        სულიერად            ამამაღლა       და       შევიგრძენი,  რომ     ეს        იყო     ახდენილი    ოცნება.          მივხვდი, რომ     ამაში  მე        ჩემი    თავი   ვიპოვე,          ადრენალინმა           კი        არა, არამედ  ფრენის            სილამაზემ    ყველაზე        ძალიან           მომხიბლა!

პირველ         ნახტომის      შემდეგ           გადავწყვიტე, კიდევ          მეცადა           და       სულ            მარტო            მივდიოდი    საფრენად,     ამის    შესახებ          მშობლებმა    არაფერი            იცოდნენ       მამაჩემმა       ეს        მაშინ  გაიგო,            როცა   საქარველოში           საკუთარი            პარაშუტით  ჩამოვაკითხე.           სპეციალური            წვრთვნების  შემდეგ,            ლიცენზიაც   მოვიპოვე,     რამაც  მომცა საშუალება,   მსოფლიოს    ულამაზეს     ადგილებსა და       კუნძულებზე            მემოგზაურა და       მეფრინა.                    იქ        ამინდის            ცვალებადობა           საკმაოდ         ხშირია           და       ყველანარი    ამინდისთვის            მზად              უნდა  იყო     და       იცოდე,          რასთან           როგორი         რეაქცია            გქონდეს.                   ასევე, დუბაიში       ვიფრინე        ერთ    და       ერთადერთ   რობერტა            მანჩინოსთან            ერთად,          ეს        იყო     დაუვიწყარი!!

პარაშუტისტობის    შემდეგ,          ძალიან           მომინდა        ავიაციაში      ჩემი    ცოდნის            გაღრმავება   და       აეროდინამიკის       უფრო მეტად            შესწავლა.                 მაშინ            დაიწყო                      თვითმფრინავების  მიმართ ჩემი უფრო სერიოზული მიდგომა.            როცა   პირველად    თვითმფრინავის      სალონში                    დავჯექი,       საერთოდ      არ            მესმოდა,                   ფრენის რომელი      ინსტრუმენტი          რა        როლს ასრულებდა,             ეს        ყველაფერი   უცხო  ენასავით       ჟღერდა.

(მაგალითად,            Airspeed          and      Attitude          Indicator,        Turn    Coordinator,   Heading            Indicator.        Pitot    static   system და       კიდევ ბევრი)

სწავლის ძალიან      დიდი             სურვილი      მქონდა.         არასდროს     დამავიწყდება,         თუ            რა        გრძნობა         დამეუფლა,   როცა   სულ   პირველად    მარტო                        გადმოვხტი   პარაშუტით  და       მარტო            ვმართე                      თვითმფრინავი.

მიყვარს,        რომ     სულ   ვსწავლობ და            ყოველდღე   რაღაც სიახლეს        ვიძენ. სწორედ            ავიაცია          არის   ის        სფერო,           რაშიც ყველაფერს   დიდი სიყვარულით                       ვსწავლობ.

ყოველდღიურად რა      წინააღმდეგობებს         აწყდები     საკუთარი   საქმიანობიდან          გამომდინარე           

როგორც         დედა ყველაზე        დიდი წინააღმდეგობა        არის   ის        რომ     ვიპოვნო            საკუთარი      თავისთვის   დრო.              მაგრამ            ჩემი    2          წლის  ბიჭი   ეხლა            ჩემთან           ერთან დაფრინავს   თვითმფრინავით    და       ჩემს    ყოველდღიურ            ცხოვრებასა   და       საქმიანობაში            აქტიურად    მონაწილეობს.                      მინდა            ჩემი    შვილისთვის სამაგალითო დედა ვიყო   და       დავანახო      რომ     ცხოვრებაში            შეუძლებელი           არაფერია!!

ძირითადად         რა      ემოციებს    ამჟღავნებენ          შენ    მიმართ?    

ჩემ      მიმართ          ძალიან           პოზიტიურ   ემოციებს       ამჟღავნებენ, მეკითხებიან,            თუ            საიდან           და       როგორ           დაიწყონ        ფრენა,            რაც     მე        ძალიან            მახარებს        და       მიჩნდება       კიდევ უფრო მეტის გაკეთების     სურვილი.

რას    ნიშნავს       შენთვის     შენი  სამუშაო          პროცესი??           

ჩემთვის         სამუშაო         პროცესი        არის   შემოქმედებითი      და       წინსვლის      პროცესი.            ეს        უნდა  უკავშირდებოდეს   საკუთარი      თავის,            ნიჭისა            და       უნარის            განვითარებას.          ეს        არის   ყოველდღიური       პროგრესი      ცხოვრებაში.

თუ      ამას     ადამიანი       სამუშაო         პროცესიდან არ        იღებ,  ჩემი    აზრით,          არ        ხარ            იქ,       სადაც უნდა  იყო.    ადამიანი       სულ   უნდა  ვითარდებოდეს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: