46 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
2 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალ, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. პრემიერის თქმით, აკრძალვა”არამხოლოდ თბილისში” იმოქმედებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორ მოხდება გადაადგილება იმ ქალაქებში, სადაც ძირითადი ტრანსპორტი სწორედ სამარშრუტო ტაქსებია.

“უახლოეს პერიოდში, ხვალიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის საკმაოდ რთული მენეჯმენტისათვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა”, — განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისში იმოქმედებს მერიის ტრანსპორტი, ანუ ავტობუსები და მეტრო. მისივე თქმით, გაცემულია დავალება, რომ ამ ტრანსპორტს ყოველდღიურად ჩაუტარდეს დეზინფექცია.

“მერიის სატრანსპორტო საშუალებები მოცულობით არის ბევრად უფრო დიდი და მათი დეზინფექცირება და ეპიდემიოლოგიურ, ნორმალურ მდგომარეობაში შენახვა არის ბევრად უფრო მარტივი. სამარშურტო ტაქსებში, სიმჭიდროვეც სხვა არის, მათი კონტროლიც ბევრად უფრო რთულია”, — განაცხადა მან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გავრცელების “იმხელა რისკების წინაშე დავდექით”, რომ სხვა ტრასნპორტის შეჩერებაც აუცილებელი გახდა, ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

Please follow and like us: