ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განცხადა, ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობიდან არ ირკვეოდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული.

„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლო მიღებისას დაეყრდნო უშუალოდ მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილს შუამდგომლობას, საიდანაც არ ირკვეოდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ავადმყოფობა ხელს უშლის მისი სასჯელის მოხდას“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

Please follow and like us: