3 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

ნინო პასიკაშვილის სპორტული ისტორია 13 წლის ასაკიდან იწყება. აქედან მოყოლებული, თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით, ის ცდილობს, ბევრ წარმატებას მიაღწიოს და ეს გამოსდის კიდეც. ის არის ფეხბურთელი ქალი, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იცნობს.

ისწავლა, თამაშობს და ახლა თვითონვე ასწავლის კიდეც – საკუთარ საქმიანობაზე შეყვარებული, ის დღემდე არაერთი აქტივობით არის დაკავებული. როგორ დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? ამის შესახებ ის „თბილისი თაიმსს“ თავად ესაუბრა.

ოგორია შენი ისტორია – როგორ გახდი წარმატებული ფეხბურთელი?

ფეხბურთამდე ჩოგბურთით ვიყავი  დაინტერესებული. დაუგეგმავად მოვხვდი  ფეხბურთში და  13 წლის ასაკიდან ამ სფეროზე ვარ შეყვარებული.

4 ქვეყანაში მითამაშია, თუმცა, ვფიქრობ, რომ წარმატებულად საკუთარ თავს მაშინ მივიჩნევ, როცა ყველა იმ ოცნების ახდენას მოვახერხებ, რომელიც  ფეხბურთთან დაკავშირებით მაქვს.

82 მატჩი მაქვს  ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში  და საქართველოს ორგზის ჩემპიონი ვარ, ბელარუსისა და უკრაინის გუნდებშიც – საპრიზო ადგილები. თურქეთში რამდენიმე კლუბში მითამაშია.  მაგრამ მთავარი მაინც ჩემს ქვეყანაში მიღწეული წარმატებაა, რაზეც ნამდვილად საწუწუნო არ მაქვს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად დამიჯდა, რასაც ჩემთვის დიდი სიამოვნება მოაქვს. კიდევ რომ მომიწიოს იმავე გზის გავლა, ისევ ამ გზას ავირჩევდი. ჩემთვის ჩემი პროფესია ორმაგად მომხიბვლელია. ვაკეთებ საქმეს, რაც მიყვარს, არ მბეზრდება და მასში ანაზღაურებას ვიღებ.

 ას მიიჩნევ შენს განსაკუთრებულ წარმატებებად?

ცხოვრებაში, ეტაპობრივად, რა მიზნებსაც ვისახავდი, საბედნიეროდ, მისრულდებოდა ხოლმე. ჩემი წარმატება შრომისმოყვარეობასთან არის დაკავშირებული, რასაც ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევ. თითქმის არასდროს მეზარება საქმის გაკეთება, რაც ფეხბურთს ეხება.

კონკრეტულ წარმატებას რაც შეეხება, განსაკუთრებულად საქართველოს ჩემპიონობას მივიჩნევ, ასევე, უკრაინის ჩემპიონობას, უნივერსიტეტის დასრულებას, ფეხბურთის მენეჯმენტის სწავლას, სამ საუკეთესო ფეხბურთელში ყოფნას, ფეხბურთის ფედერაციაში სამსახურს – რაც ბავშვთა ფეხბურთისა  და ქალთა ფეხბურთის განვითარებას ემსახურება; ასევე, ქალთა კლუბ „კვარტალის“ დაარსებას, რასთან დაკავშირებითაც მე და ჩემს მეგობრებს დიდი გეგმები გვაქვს.

ჩვეულებრივ, რა ემოციებს ამჟღავნებენ შენ მიმართ, როგორც ქალი ფეხბურთელის მიმართ?

ემოციები სხვადასხვაგვარია:  ზოგი სიხარულს გამოხატავს,ზოგი – გაკვირვებას,ზოგის სახეზე უკმაყოფილებასაც ვხედავ ხოლმე. სტერეოტიპულადაც  უყურებენ  ქალთა ფეხბურთს, თუმცა მასობრივად უფრო მოსწონთ და უამრავ კითხვას სვამენ ხოლმე. ბევრი რჩევისთვისაც მოსულა, რადგან მე და ჩემს მეგობრებს ყველაზე რთული და დიდი გზა გვაქვს გავლილი ქალთა ფეხბურთის განვითარებისთის საქართველოში. ჩემს  მშობლებსა და მეგობრებს ურეკავენ ხოლმე  ჩემთან დასაკავშირებლად, თუ  პატარა გოგონას ფეხბურთზე სიარული სურს და არ იციან, სად იარონ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემთვის სასიამოვნო პროცესია, რაც ამ სპორტს უკავშირდება.

როგორ ფიქრობ, ქალთა ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში რა დონეზეა განვითარებული?

13 წლის ასაკიდან, რაც მე გამივლია, დღეს საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. რა თქმა უნდა, წინ ბევრი პრობლემა იქნება, მაგრამ, რაც მთავარია, მასობრიობა დაიწყო. მენტალური პრობლემაა საქართველოში, მაგრამ, როგორც ადრე უკვირდათ ქალი ფეხბურთელი, დღეს ასე აღარაა.

ბატონი ლევან კობიშვილის მოსვლიდან  მე-5 წელია, რეგულარულად ტარდება ჩემპიონატი – 12 გუნდი და, დაახლოებით, 5 სკოლაა, სადაც გოგონას შეუძლია თამაში, გართობა.

ნაკრებების წარმატება სწორედ რომ შიდა ჩემპიონატის დამსახურებაა.

წელს, 2020-ში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება. სფფ-ს პროექტი WE PLAY STRONG, სადაც მე და ჩემი უახლოესი მეგობარი, ასევე ფეხბურთელი, ნინო სუთიძე ვმუშაობთ.  ბავშვებს ვასწავლით ფეხბურთს.

მე და ჩემს მეგობრებს  ეს შანსები არ გქონია, ასე რომ, დღეს საკმაოდ მაღალ  საფეხურზე დგას, რის გაკეთებაც შეიძლებოდა ამ 4 წლის მანძილზე.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებით?

გეგმები დიდი მაქვს. „კვარტალში“ ფეხბურის თამაშთან ერთად, GFF WE PLAY STRONG პროექტში  პატარა გოგონებს ფეხბურთის თამაშს ვასწავლი.

პარალელურა, UEFA- ს  Open fun football school  პროექტში ვმუშაობ, ლექტორების ასისტენტად.

ვცდილობ, ბევრად პოპულარული და მასობრივი გახდეს ბავშვთა   და ქალთა ფეხბურთი   საქართველოში.

ყველა ჩემი გეგმა ამას უკავშირდება და მცირედი  წვლილის შეტანა მსურს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამისთვის ენერგიასა და შრომას არ ზოგავს. მე ამ ადამიანების მადლიერი ვარ და  სწორედ მათთან ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას ვაპირებ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

 

Please follow and like us: