34 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
2 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ზიარების წესთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. რაც შეეხება სააღდგომო მღვდელმსახურების წესს, მეუფემ განაცხადა, რომ ამაზე მომავალში ისაუბრებენ.

„ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება.

სააღდგომო ლიტურგიას რაც შეეხება, ამაზე აღდგომა რომ მოვა, მერე ვისაუბრებთ. ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება და არის წარმავალი განზომილება და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. შეიძლება, რაღაც საკითხებში ემთხვეოდეს და რაღაც საკითხებში არა, მაგრამ ეკლესია მარადიულ ღირებულებებს ემსახურება”- განაცხადა მეუფემ.

Please follow and like us: