4 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ჩვენ დავაანონსეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „აგრესიული ტესტირება“. ჩვენ გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს აქვთ საუკეთესო გამოცდილება , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი მომწოდებელია დღეს ბაზარზე, მაგრამ საქართველოს ტესტების არჩევასთან დაკავშირებით, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტესტების ხარისხი შემოწმდეს, იმისთვის რომ გარკვეული გადაცდომები არ ჰქონდეს, რისი შედეგიც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ჩვენთვის. და იქიდან გამომდინარე რომ მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული ადამიანების მკურნალობაზე, ჩვენ გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი გვქონდეს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. შესაბამისად, გამარტივების გზით წასვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან, აქ ჩვენ გვაქვს გარკვეული საფრთხე იმის, რომ დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში იყოს დიდი ცდომილება. ჩვენ ნებისმიერ შემთხვეევაში ვირჩევთ ხარისხს და ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნეელოვანესია ტესტირების ხარისხი,” – განაცხადა ტიკარაძემ.

Please follow and like us: