3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

მსოფლიო დღეს პანდემიას ებრძვის. Covid-19-მა არაერთ ქვეყანას უკვე ძალიან დიდი დანაკლისი მოუტანა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ კორონავირუსი განსაკუთრებულად საფრთხილოა ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

რა ვითარებაა, ამ მხრივ, ბავშვებთან დაკავშირებით? რა არის ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ? რა ნიშნებია საყურადღებო? პედიატრი ნატო ხატიაშვილი „თბილისი თაიმსს“ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრება.

„კორონავირუსი ნაკლებად არის პედიატრიული პრობლემა. ერთ-ერთი მოსაზრება არის ის, რომ, რადგან ბავშვებს გეგმურად უტარდებათ პროფილაქტიკური აცრები, ორგანიზმი გამოიმუშავებს განსაკუთრებულ იმუნიტეტს. თუმცა, ეს არის ვარაუდი და არა – დაზუსტებული ინფორმაცია“.

პედიატრი ძირითად რეკომენდაციებს გასცემს:

• თუ ბავშვს აქვს ხველა ან მაღალი ტემპერატურა აუცილებლად უნდა მოვარიდოთ ის გარშემომყოფებს. მაღალი ტემპერატურის, ხველისა და გაძლიერებული სუნთქვის დროს სასწრაფოდ უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას;
• ბავშვი უნდა გვყავდეს თავის ოთახში, სადაც ადამიანების მინიმალური რაოდენობა შევა – დაუშვებელია ოთახში შესვლა ნიღბის გარეშე;
• ბავშვის ოთახი უნდა დალაგდეს დღეში 2-3-ჯერ სველი წესით;
• ბავშვის ოთახი უნდა გავანიავოთ. ოთახიდან ბავშვი გავიყვანოთ და გავაკეთოთ ე.წ. ორპირი ქარი;
• ბავშვთან ფიზიკური სიახლოვის დროს აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები – თუ ეს ვერ ხერხდება იმ კონკრეტულ მომენტში, უნდა გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარი/სველი ხელსახოცი/70°-იანი სპირტი);
• თუ ბავშვს შევამჩნევთ უჩვეულო მდგომარეობას – ჭირვეულობას, უმადობას, აგზნებულობას, ძილიანობას, ხველას – ვუზომავთ ტემპერატურას და, საეჭვო შემთხვევაში, მიგვყავს სტაციონარში;
• თუ ბავშვს აქვს დაბალი ტემპერატურა, მას უნდა მივაღებინოთ დიდი რაოდენობის სითხე – ჩაი, ნატურალური წვენი, მაგრამ თუ ტემპერატურა არ სცდება 38°-სა და მეტს, ვაძლევთ სიცხის დამწევს;
• თუ ბავშვს აქვს ცხელება, უნდა გავხადოთ ზედმეტი ტანსაცმელი. გამონაკლისია ის შემთხვევა, თუ მას ხელები აქვს გაყინული. არავითარ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ძმრიანი წინდები. პირიქით, გაყინული ადგილები უნდა დავუთბოთ;
• დედამ უნდა იცოდეს სუნთქვის შეფასება – თუ ბავშვი არის ორ თვემდე ასაკის და მისი სუნთქვის სიხშირე 60-ზე მეტია, ის არის აუცილებლად სასტაციონარე. თუ ორი თვიდან ერთ წლამდე ბავშვებში სუნთქვის სიხშირე არის 50-ზე მეტი, ის სასტაციონარეა. 2 წლიდან ზემოთ ბავშვი, თუ სუნთქვის სიხშირე 40-ზე მეტია, სასტაციონარეა. 2 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში კი, ისინი სასტაციონარე არიან, თუ სუნთქვის სიხშირე 50-ია.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: