2 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
5 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
5 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
5 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
5 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერების 100- ლარიანი სამედიცინო ვაუჩერით უზრუნველყოფას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრის დრო არ არის, ვინაიდან საზოგადოება ან ერთად გაიმარჯვებს ამ პანდემიაზე, ან ერთად დამარცხდება.

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს არ არის დრო, როდესაც ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ჩასაფრებულის პოზიციით ან ვსაუბრობდეთ ოპოზიცია, რომელსაც სურს, რომ შეცდომებზე ხელისუფლებას მიუთითოს, რადგან ჩვენ ან ერთად გავიმარჯვებთ ამ პანდემიაზე, როგორც საზოგადოება, ან ერთად დავმარცხდებით. ამიტომ ყველა ჩვენი წინადადება, რომელსაც ეს დღეებია წარვუდგენთ საზოგადოებას, არის სწორედ მოტივირებული იმით, რომ ხელისფლებამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების დასაცავად იმ კრიზისისგან, რომელიც ქვეყანაში პანდემიის შედეგად შეიქმნა.

რა არის აუცილებელი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დღეს გამოწვევა არის მასობრივი ტესტირების ორგანიზება და ჩვენ იმედი გვაქვს,რომ ხელისუფლება როგორც დაგვპირდა ამას, მართლაც, უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს იმიტომ, რომ ეს არის დადასტურებული მეთოდი იმის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიცავს მოქალაქეების იმ ჯგუფებს, რომლებსაც განსაკუთრებით დაარტყა შექმნილმა ვირუსმა და ეკონომიკურმა კრიზისმა. ჩვენ გაგაცანით რამდენიმე ინიციატივა, რომელიც შეეხებოდა უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმ ჯგუფზე, რომელიც არის განსაკუთრებით მოწყვლადი ჩვენს საზოგადოებაში, ვირუსის პირობებში და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი უფროსი თაობის მოქალაქეები“,-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისი განმარტებით, ამ პროგრამის განხორციელებას 76 მილიონი დასჭირდება და თუ ხელისუფლება შეამცირებს არასაჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს, მარტივად შეიძლება ამ თანხის გამოძებნა.

„სამედიცინო ვაუჩერი ყველა პენსიონერს 100 ლარის ოდენობით, მისცემთ შესაძლებლობას, რომ უახლოეს დღეებში მათ შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას სჭირდება და ისინი უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ პანდემიას. ეს არ არის ძალიან დიდი ხარჯი სახელმწიფოსთვის, თუმცა მნიშვნელოვანი დახმარება იქნება უახლოეს დღეებში ყველა პენსიონერისთვის. 760 000 პენსიონერი გვყავს დღეს ჩვენს ქვეყანაში, ანუ 76 მილიონი დასჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას. ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება შეამცირებს არასაჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს აუცილებლად და მარტივად შეიძლება ამ თანხის გამოძებნა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

Please follow and like us: