1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

კომპანია „სოკარი“ ყველა პროდუქტზე ფასდაკლებას აცხადებს. 21 მარტიდან, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ნებისმიერი ტიპის ბენზინის ფასი 10 თეთრით, ხოლო დიზელის ფასი 15 თეთრით შემცირდა.

განსხვავებული პირობები იმოქმედებს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც „სოკარის“ ლოიალობის ბარათს, განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობს. ენერჯი ბარათის მფლობელებს დამატებითი ფასდაკლება ეკუთვნით. ვინც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში განახლებული ენერჯი ბარათით ნანო პრემიუმის და ნანო ევრო რეგულარის ტიპის საწვავს შეიძენს, დამატებით 25 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ ბენზინზე დაერიცხება 3 ქულა, რაც 3 თეთრს უდრის.

თუ მომხმარებელი განახლებული ენერჯი ბარათით ნანო ევრო დიზელს, ან ნანო დიზელს შეიძენს, 20 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს და ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ საწვავზე 3 თეთრი დაერიცხება.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ფასდაკლება 21 მარტიდან დაიწყო.

Please follow and like us: