ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ „ქრონიკას“ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, ტომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – აღნიშნა იმნაძემ.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

 

Please follow and like us: