თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მდგომარეობის სიმძიმის განმაპირობებელი არის ასაკი და თანარსებული დაავადებები.

“ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის გარკვეულწილად ხანდაზმულობის ასაკი და თანარსებული დაავადებებიც განსხვავებულია – ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება დამამძიმებელი ფაქტორი, მეორესთან დამამძიმებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან დამამძიმებელი ფაქტორი არის მძიმე ნერვოლოგიური დაავადება. სამივე პაციენტთან არის პნევმონია სხვადასხვა სიმძიმით. განსაკუთრებით მძიმე არის ორ პაციენტში პნევმონია, მესამესი არ არის სიტუაციასთან შედარებით მძიმე. გუშინდელთან შედარებით განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშება. ამ პაციენტებთან სტაბილიზაცია ჯერ მიღებული არ გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული მძიმე პროგრესი არ არის, რაც დამამშვიდებელ ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს, რომ ამ სიტუაციაში კარგად დაგვიმთავრდეს”, – განაცხადა ეზუგბაიამ

Please follow and like us: