საქართველოში კორონოსავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო.

ვებგვერდზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად,​ კორონავირუსისდადასტურებული შემთხვევა – 66 მათ შორის გამოჯანმრთელებული – ცხრა კარანტინის რეჟიმში – 3320 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კლინიკიდან გაწერილი პაციენტები, რეკომენდაციების თანახმად, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში რჩებიან.

Please follow and like us: