დღეს სამყარო უდიდესი გამოწვევის წინაშე დღეს – იმ რეალობის წინაშე, რომელშიც ის პანდემიას ებრძვის. Covid-19 მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას მოედო და დღითიდღე იზრდება დაინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რიცხვითი მაჩვენებელი. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობაც.

ამჟამად, პანდემიის ეპიცენტრი იტალიაა. ტურისტებისთვის გამორჩეული ქვეყანა დღეს ყველაზე მეტად ზარალდება. სახელმწიფო შესაბამის წინააღმდეგობას ვერ წევს. ამ ქვეყანაში ბევრი ქართველი დღემდე იმყოფება. უფრო ზუსტად, რა ვითარებაა ქვეყანაში და როგორია იტალიური ყოველდღიურობა – „თბილისი თაიმსს“ უყვება ქართველი, რომელიც დღეს პანდემიის ეპიცენტრში იმყოფება.

„ჩემი ქალაქი პატარა პროვინციაა, ახლოს არის ქალაქ ბართან. აქ მხოლოდ ერთი ადამიანი არის დაინფიცირებული. რაც შეეხება გასვლას – მხოლოდ კვირაში ერთხელ არის მიზანშეწონილი, ისიც მხოლოდ მაღაზიაში.
ოჯახიდან მხოლოდ ერთი წევრი უნდა გავიდეს. დაგვირიგეს სპეციალური საბუთები იმისთვის, რომ, თუ გავალთ, მიზეზი ჩავწეროთ. ქუჩაში საერთოდ არავინ დადის. შეიძლება, დილით ვინმე გავიდეს, მაგრამ საღამოს მთლიანად ცარიელია.
ზოგადად, ვირუსი უფრო ჩრდილოეთისკენ არის გავრცელებული. ჩვენ სამხრეთში ვართ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ აქეთაც ძალიან არ გავრცელდეს”.

თუ გიფიქრიათ შენ და შენს ოჯახს, ამ რთულ ვითარებაში, სამშობლოში დაბრუნებულიყავით და, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

საქართველოში დაბრუნებას რაც შეეხება, მხოლოდ ზაფხულში ვაპირებთ ჩამოსვლას. არანაირად არ გვიფიქრია ამ პერიოდში დაბრუნებაზე ჯერ იმიტომ, რომ შეიძლება, ამით ბევრისთვის გვევნო და მეორე იმიტომ, რომ აქ კარგად ვგრძნობდით თავს ამ პერიოდშიც და აქამდეც. გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ სახლებში და მივყვეთ ყველა იმ წესს რასაც აწესებს მთავრობა. ეს ჩემთვისაც არის კარგი და, ასევე, ათასობით ადამიანისთვისაც.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: