პირბადეებზე ხელმისაწვდომობა დღევანდელი მსოფლიოს რეალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ მათზე ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდებოდა, სულ მალე კი მარაგი სრულად ამოიწურა. ამ მარაგის მეტნაკლებად შევსება საკუთარ თავზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აიღო. რამდენიმე ქართულმა საწარმომ პირბადეების მზადება დაიწყო. პროდუქციის დიდი ნაწილი მათ სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცეს. ნათია თურნავას განმარტებით, შესაბამის საწარმოებში დამზადებული ნაწარმი პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება მანამ, სანამ მასობრივი წარმოება აეწყობა, რაც ნედლეულზეა დამოკიდებული.

ხსენებული პირბადეების დარიგება გუშინ, 25 მარტს დაიწყო.

ნათია თურნავა: ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე. ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე საჯარო მოხელეები, რომელთაც შეხება აქვთ საკარანტინო ზონებთან – მაგალითად, პოლიციელები.

მინისტრის განცხადებით, პირბადეების მიწოდება ასევე პრიორიტეტების მიხედვით დაიწყო კომერციულ სექტორშიც. ეს პროცესი, უპირველესად, სასურსათო მაღაზიის თანამშრომლებს შეეხოთ. გარდა სასურსათო მაღაზიებისა, პირბადეების დარიგება საუბნო მარკეტების თანამშრომლებსაც ითვალისწინებს.
როგორც ვიცით, პანდემიის გავრცელების კუთხით სარისკო ტერიტორიებად არის მიჩნეული ორი მუნიციპალიტეტი – მარნეული და ბოლნისი. სწორედ ეს მუნიციპალიტეტები აღიჭურვა ქართული წარმოების, ათიათასობით პირბადით.
ნათია თურნავა: ეს ისეთი წარმოებაა, რომელიც აქამდე არ გაგვაჩნდა, რადგან არ იყო საჭიროება. ამიტომ, ვიდრე წარმოება მასობრივად არ აეწყობა, რაოდენობა შეზღუდულია. ათამდე სამკერვალო საწარმო პროცესში ეტაპობრივად ერთვება, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეზარდა კერვის მასშტაბი და ტემპი. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, პროცესი ისე წარიმართება, რომ პირბადეები გაყიდვაში ჩაეშვება.


იმ მიზეზით, სამედიცინო პირბადეებია მარაგი ამოიწურა, ადამიანებმა მიმართეს მეთოდს, რომლის მიხედვითაც ისინი კერავენ და აკერინებენ პირბადეებს, რომელთა გარეცხვა და მრავალჯერადი მოხმარება არის შესაძლებელი. რამდენად სწორია ეს მოცემულობა? ცხადია, პირბადის გამოყენებას საკუთარი წესები აქვს და მისმა არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, უარყოფითი პროცესები გამოიწვიოს.
ინფექციონისტი მაია ჯანაშია ხსენებულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურადა დეტალები განმარტა. „ფეისბუქპოსტს“ უცვლელად გთავაზობთ.
„მრავალჯერადი, ვითომ “დამცავი პირბადე” იმ
პრობლემას ვერ მოაგვარებს, რაზეც ასე ვღელავთ. ის, ალბათ, უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს.
იმ ტიპის პირბადის შეკერვას რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა – მინიმუმ, შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას) – ესეც გამოუვალ შემთხვევაში, შეიძლება, ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები, და არა ეს ახალი “ტრენდული face mask”-ებით.

მოკლედ, მინდა, გამოვეხმაურო შეკითხვას: გვიცავს თუ არა “შავი პირბადე” კორონასგან?
მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პირბადე “ჩაიგდო ხელში”, არის აბსურდი.

დღეს იმდენჯერ წავაწყდი ამ პირბადის ხელით “აწევ -ჩაწევ-მორგებასა” და ინფექციის ტალღის მიმოქცევას მთელს სახეზე, სჯობდა, სულ არ ჰქონოდა. კიდევ უარესი, ასეთი ცუნამიანი ხელის მეორე პირთან კონტაქტს. ამის შემხედვარე მსოფლიოს პირველ ეპიდემილოგსაც კი სტენოკარდიულო შეტევა დაემერთებოდა (ნუ მე გადავრჩი, აშკარად, გულის რითმი ჯერ უძლებს).
ინფორმაციისთვის, ვინც ვიცით და ვინც არ ვიცით, კიდევ ერთხელ:
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლაპარაკია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ – მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ – FFP1-ს (არის კიდევ FFP2 და FFP3). ასეთი ნიღბები იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე – გვერდებიდან – იქედან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის.
ისინი, ძირითადად, სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რომ გარშემომყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება – ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს“.
გაცილებით ეფექტური გზააა: სოციალური დისტანცია, ხელის დაბანა და შეგნება, რომელიც წმინდა ქართული მენტალიტეტით კრიზისშია“, – წერს ექიმი facebook-ში.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: